Friday, November 14, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,
ძვირფასო მეგობრებო! მეგობარმა მითხრა თქვენი ბლოგის არსებობის შესახებ.მეც,როგორც ამ საქმით დიდად დაინტერესებული პირი,დაუყოვნებლივ შემოვედი,გავეცანი თქვენს ისტორიებს და გადავწყვიტე,თქვენთვის გამეზიარებინა  ჩემი ისტორია,ვინაიდან,მჯერა,რომ თქვენთვის ნამდვილი ნუგეში იქნება.
მე ყველა თქვენგანზე ‘’ხანდაზმული’’პაციენტი ვარ...ჩემი დიაგნოზი 1996 წელს გავიგე,თანაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში...ეს ის პერიოდი იყო,როცა შიდსი მომაკვდინებელ დაავადებად ითვლებოდა და მისი ხსენებაც კი ზარავდა ყველას.თქვენს მსგავსად მეც რამოდენიმეთვიანი დეპრესია მქონდა,შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და სახლში ჩავიკეტე,აღარავის ვეკონტაქტებოდი...ერთ დღეს მამაჩემმა მომიტანა ბუკლეტი,სადაც ეწერა,რომ არსებობდა პრეპარატი,რომელიც ვირუსის გამრავლებას უშლიდა ხელს.პირველი დიდი იმედი მაშინ ჩამესახა და გამოვცოცხლდი,დავიწყე მეტი ინფორმაციის ძიება.ძირითადი პრობლემა ამ პრეპარატის კატასტროფულად დიდი ფასი იყო,10 000 ამერიკული დოლარი წელიწადში და თან მთელი ცხოვრება შეუჩერებლივ უნდა გესვა.მაშინ სახელმწიფო მხოლოდ 3 პაციენტს აფინანსებდა.მე რიგით მე-40- ვიყავი...მას მერე არ გავჩერებულვარ,გავიცანი ბევრი ინფიცირებული ადამიანი,მათთან ერთად დავაარსე ერთ-ერთი არასამთავრობაო ორგანიზაცია და ვცდილობდით,ჩვენი უფლებები დაგვეცვა.ერთ-ერთი დიდი და მნივნელოვანი პრობლემა არვ-თერაპიის დიდი ფასი იყო და დღეს მინდა ყველას მოგილოცოთ,რომ ეს პრობლემა მოხსნილია,რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად შიდსის ცენტრს,გლობალური ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში და ევ არასამთავრობო ორგანიზაციას.ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია,გვაქვს საშუალება,რომ უფასოდ მივიღოთ სამედიცინო მომსახურება,მკურნალობა...მთავარია ზედმიწევნით შეასრულოთ მკურნალი ექიმის მითითებები,არ შეწყვიტოთ მკურნალობა და იცხოვრებთ დიდხანს,პრაქტიკულად ჯანმრთელად და არაფერი შეგაწუხებთ...დაიმახსოვრეთ,არასოდეს დანებდეთ...მე ამ სტატუსით უკვე 18 წელიწადია ვცოცხლობ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,ბევრ რამეს ვაკეთებ და უამრავი მიზანი და გეგემა მაქვს...თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ...ღმერთი იყოს ყოველი თქვენთაგანის მფარველი...არასდროს არაფრის შიში არ იქონიოთ,ყველაფერი კარგად იქნება....



No comments:

Post a Comment