Wednesday, October 29, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,
მე” სოფო” ვარ ... მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ.შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ბლოგი,წავიკითხე ისტორიები და დავრწმუნდი,რომ ''ჩემნაირი''ადამიანები სხვებიც არსებობენ და მათ ამისი არ რცხვენიათ.სიმართლე რომ გითხრათ,აქამდე სულ მრცხვენოდა ამისი სახალხოდ აღიარებისა,თავს ვარიდებდი ამაზე ღიად საუბარს,მაგრამ ამ ისტორიების წაკითხვამ ძალა შემმატა.მინდა მადლობა გითხრათ ჩემში ''იმედის სხივის''გაჩენისთვის...
ახლა 30 წლის ვარ. 6 წლის უკან მყავდა შეყვარებული,რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა,მეგონა.მზად ვიყავი მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა,თუ საჭირო იქნებოდა ,სიცოცხლეც კი დამეთმო მისთვის. ხომ იცით ამ სიყვარულს ყველა მძაფრად განიცდის. ჩვენ საკმაოდ ''ახლო''ურთიერთობა გვქონდა. როცა უკვე ოჯახის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი ,გამომიტყდა,რომ აივ-ინფიცირებული იყო და აქამდე ეს იმიტომ არ მითხრა,რომ ჩემი დაკარგვის ეშინოდა.ამან გამაოგნა,ხმას ვერ ვიღებდი შიშისა და მოულოდნელობისგან. ტირილი დავიწყე და ვუთხარი,რომ ამას არასდროს ვაპატიებდი,ქუჩაში მივატოვე და სირბილით გავუყევი გზას.თავში ათასი საშინელი აზრი მიტრიალებდა,მეშინოდა იმისი გაფიქრების,რომ მეც იგივე მჭირდა, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვა იყო,რომელსაც ვერსად გავექცეოდი...რამდენიმე დღის მერე ჩემი დიაგნოზი დადასტურდა.მეგონა,ცხოვრება დამთავრდა,არავისი აღარ მჯეროდა და ყველას გავურბოდი.უარი ვთქვი სწავლის გაგრძელებაზე და მუშაობა დავიწყე,მინდოდა,რომ ცოტა დრო მქონოდა ამაზე ფიქრისთვის. სამსახურში''გოგა''გავიცანი,რომელმაც მოსვენება აღარ მომცა,სიყვარულს მიხსნიდა,მეხვეწებოდა,ცოლად გავყოლდი,მაგრამ მე უარს ვეუბნებოდი. ბოლოს,თავი რომ აღარ დამანება,გადავწყვიტე,მისთვის სიმართლე მეთქვა და სამსახურიდანაც წამოვსულიყავი.ჩემმა ნათქვამმა გააოცა,უხმოდ დამშორდა და წავიდა.ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. რამდენიმე დღე სამსახურშიც აღარ გამოჩენილა.ერთ დილას,კი როცა სახლიდან გამოვედი,ეზოში მელოდა. მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა,რომ ამას მისთვის აზრი არ ქონდა,იმდენად ვუყვარდი და მთხოვდა,ცოლად გავყოლოდი და ეს ჩვენი საიდუმლო ყოფილიყო...დღეს ჩვენ ოჯახი გვაქვს. გოგა არ არის ინფიცირებული,იმიტომ რომ თავს ვიცავთ .ძალიან ბედნიერი ვარ,ასეთი ადამიანი ვიპოვე და ჩემს ცხოვრებას მან აზრი შემატა. ჩვენ უახლოეს ხანებში ექიმის მითითებების ქვეშ ორსულობის დაგეგმვასაც ვაპირებთ...
მე დავრწმუნდი,რომ სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია მას ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია....მე ალბათ სათანადოდ არ მიყვარდა ჩემი პირველი შეყვარებული,და მგონია რომ ღმერთი ''გოგასთან'' შესახვედრად მამზადებდა...

სოფო..

No comments:

Post a Comment