Wednesday, October 29, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,
მე” სოფო” ვარ ... მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ.შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ბლოგი,წავიკითხე ისტორიები და დავრწმუნდი,რომ ''ჩემნაირი''ადამიანები სხვებიც არსებობენ და მათ ამისი არ რცხვენიათ.სიმართლე რომ გითხრათ,აქამდე სულ მრცხვენოდა ამისი სახალხოდ აღიარებისა,თავს ვარიდებდი ამაზე ღიად საუბარს,მაგრამ ამ ისტორიების წაკითხვამ ძალა შემმატა.მინდა მადლობა გითხრათ ჩემში ''იმედის სხივის''გაჩენისთვის...
ახლა 30 წლის ვარ. 6 წლის უკან მყავდა შეყვარებული,რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა,მეგონა.მზად ვიყავი მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა,თუ საჭირო იქნებოდა ,სიცოცხლეც კი დამეთმო მისთვის. ხომ იცით ამ სიყვარულს ყველა მძაფრად განიცდის. ჩვენ საკმაოდ ''ახლო''ურთიერთობა გვქონდა. როცა უკვე ოჯახის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი ,გამომიტყდა,რომ აივ-ინფიცირებული იყო და აქამდე ეს იმიტომ არ მითხრა,რომ ჩემი დაკარგვის ეშინოდა.ამან გამაოგნა,ხმას ვერ ვიღებდი შიშისა და მოულოდნელობისგან. ტირილი დავიწყე და ვუთხარი,რომ ამას არასდროს ვაპატიებდი,ქუჩაში მივატოვე და სირბილით გავუყევი გზას.თავში ათასი საშინელი აზრი მიტრიალებდა,მეშინოდა იმისი გაფიქრების,რომ მეც იგივე მჭირდა, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვა იყო,რომელსაც ვერსად გავექცეოდი...რამდენიმე დღის მერე ჩემი დიაგნოზი დადასტურდა.მეგონა,ცხოვრება დამთავრდა,არავისი აღარ მჯეროდა და ყველას გავურბოდი.უარი ვთქვი სწავლის გაგრძელებაზე და მუშაობა დავიწყე,მინდოდა,რომ ცოტა დრო მქონოდა ამაზე ფიქრისთვის. სამსახურში''გოგა''გავიცანი,რომელმაც მოსვენება აღარ მომცა,სიყვარულს მიხსნიდა,მეხვეწებოდა,ცოლად გავყოლდი,მაგრამ მე უარს ვეუბნებოდი. ბოლოს,თავი რომ აღარ დამანება,გადავწყვიტე,მისთვის სიმართლე მეთქვა და სამსახურიდანაც წამოვსულიყავი.ჩემმა ნათქვამმა გააოცა,უხმოდ დამშორდა და წავიდა.ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. რამდენიმე დღე სამსახურშიც აღარ გამოჩენილა.ერთ დილას,კი როცა სახლიდან გამოვედი,ეზოში მელოდა. მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა,რომ ამას მისთვის აზრი არ ქონდა,იმდენად ვუყვარდი და მთხოვდა,ცოლად გავყოლოდი და ეს ჩვენი საიდუმლო ყოფილიყო...დღეს ჩვენ ოჯახი გვაქვს. გოგა არ არის ინფიცირებული,იმიტომ რომ თავს ვიცავთ .ძალიან ბედნიერი ვარ,ასეთი ადამიანი ვიპოვე და ჩემს ცხოვრებას მან აზრი შემატა. ჩვენ უახლოეს ხანებში ექიმის მითითებების ქვეშ ორსულობის დაგეგმვასაც ვაპირებთ...
მე დავრწმუნდი,რომ სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია მას ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია....მე ალბათ სათანადოდ არ მიყვარდა ჩემი პირველი შეყვარებული,და მგონია რომ ღმერთი ''გოგასთან'' შესახვედრად მამზადებდა...

სოფო..

ცოცხალი ისტორია

ერ შვილი . . . ავიდან ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.ემ ქმარს ვატყობდი,რომ მუდმივად რააცაზე ნერვიულობდა,თითქოს რაღაცის ქმა უნდოდა,მაგრამ უმად იყო,საკუარ ავში ჩაიკეტა და სრულიად ეიცვალა.ხშირად მიმეორებდა,რომ ემნაირი ადამიანის ირსი არ იყო და მე უკეესი ქმარი ირდებოდა. გამარჯობა! მინდა ემი ისტორია გიამბო,რა ემი დიაგნოზის მქონე ადამიანები დარწმუნდნენ,რომ ცხოვრება ამი არ ავრდება,და რომ ასეც შეიძლება იყო ბედნიერი და ყოველი გაენებული ისვის მადლობას ვწირავდე ღმერთს.ემი დიაგნოზი სრულიად ჩემთხვევით გავიგე და ამან შოკში ამაგდო,სრული ამ სიტყვის მნივნელობი.მყავს ოჯახი,ქმარი და შვილი.ავიდან ამაზე მეცინებოდა,მაგრამ ემდეგ დავფიქრდი,ხოვე,რომ აეხსნა,რატომ მიმეორებდა ასე რამეს,მე ხომ ის ყველაზე მეტად მიყვარდა.ის ჯერ უმად იყო,ემდეგ კი ანერვიულებულმა მიხრა,რომ აივ-დადები იყო და ხოვა,ანალიზის ასაბარებლად გავყოლოდი.კინაამ გავგიდი,არ ვიცოდი რა მექნა,ვტიროდი,ვეხუბებოდი....მერ კი თელი ორი ის განმავლობა ხმა არ გამიია.მევედრებოდა,რომ მეპატიებინა,მარწმუნებდა,რომ ეს მას შემდეგ მოხდა,რაც ბავშვ დაიბადა და მაიმედებდა,რომ ბავვი ჯანმრელი იქნებოდა.მუხლებზე დაოქილი ხოვდა,რომ მეპატიებინა...ემდეგ კი ანალიზები ავაბარე და მეც ინფიცირებული აღმოვჩნდი...ავიდან მეც საკუარ თავში ჩავიკეტე,არავინ და არაფერი არ მინდოდა,ბავშვსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას,რასაც ეს ალიან ვნანობ.მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე ყველაფერი.ავს ვიმვიდებდი იმით, რომ ემს ვილს არაფერი ირდა და ეს მხნეობას მმატებდა.ემდეგ ეკლესია დავიწყე აქტიური სიარული,ემს მოძღვარს მივაკიხე,მან დამამშვიდა და ამიხსნა,რომ ადამიანები ყველანაირ განსაცდელს უნდა გავუმკლავდე..მირია,რომ ამის გამო ოჯახზე უარი არ უნდა მექვა.ამის  გაკეება

ჩემთვისაც რთული იქნებოდა,იმიტომ რომ ჩემი ქმარი ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაფრის მიუხედავად მის გარეშე ცხოვრება არც მინდოდა და არც შემეძლო...ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.მე ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი,ისევ ისეთი მზრუნველი დედა და მეუღლე გავხდი..დავიწყე სამსახურში სიარული,ჩემი მეგობრებიც გვერდით დამიდგნენ და შევეჩვიე ჩემს ასეთ ცხოვრებას/სულ ცოტა ხნის წინ კი გავიგე,რომ ღმერთი კიდევ ერთ საჩუქარს მიძღვნის და კვლავ დედა გავხდები..ცხოვრება ძალიან მიხარია,რადგან ვიცი რომ ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადება,რასაც დღევანდელი მკურნალობის საშუალებები იძლევა...ღმერთი გფარავდეთ ყველას...ნინი..