Monday, July 28, 2014

ტრენინგი თემაზე ” სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები”

2014 წლის 18-19 ივნისს ასოციაცია ”ჰერა XXI ”- მიერ ჩატარებულ იქნა 2 დღიანი ტრენინგი, აივ ინფიცირებულთათვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა პროფესიონალი ტრენერების მიერ, მათ შორის გახლდათ ადვოკატი, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ქალბატონი ლია მუხაშავრია. 
გთავაზობთ, ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის შეფასებას: 
 ”2014 წლის 18-19 ივნისს ასოციაცია ”ჰერა XXI ”- მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ვიყავი მიწვეული. ტრენინგი ლიანად დაემო ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების განხილვას. ამ 2 დღის მანილზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივი ჩემი, როგორც აივ-პოზიტიური ადამიანის და საეროდ პაციენტის უფლებების ესახებ. გავეცანი არსებულ კანონმდებლობას. ინფორმაციით დატვირთული და საინტერესო ტრენინგი გახლდა. გარდა ამისა, გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, რომლებანაც, იმედი მაქვს მომავალიც გავაგრელებ ურიერობას. ტრენინგი ჩატარდა ქალაქგარე, სადაც დასვენების და განტვირვის საუალება მოგვეცა. ამ ყველაფრისვის ალიან დიდ მადლობას ვუხდი ჰერას დირექციას და ტრენერებს. ემი აზრი ირად უნდა ტარდებოდეს მსგავსი სახის ეხვედრები. ეს ხელს ეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას და და არსებული პრობლემების გადაჭრას.” მადლენა

Thursday, July 3, 2014

ცოცხალი ისტორია

ის,რომ აივ-ინფიცირებული ვარ,დიდად აღარ მაღელვებს.რამოდენიმე წელია ვიცი ჩემი დიაგნოზის შესახებ და უკვე შეგუებული ვარ ყველანაირად,მითუმეტეს,დღეს მკურნალობის ასეთი ეფექტური საშუალებებია,რომელთა მეშვეობითაც მართვადი გახდა ეს დაავადება და რაც მთავარია,უფასოა მკურნალობა.მე როცა თავიდან დამჭირდა მკურნალობა,ორი წელი თავად მომიხდა საკუთარი ფინანსებით წამლების ყიდვა.საბედნიეროდ,მალე შევიდა ძალაში ეს უფასო პროგრამა და ამ მხრივ პაციენტებს არ გვაქვს პრობლემა. ძირითადი პრობლემა ისევ და ისევ საზოგადოების დამოკიდებულებაა.მიუხედავად ამდენი რეკლამებისა და სტიგმის საწინააღმდეგოდ მიმართული პროპაგანდისა,ჩვენი საზოგადოება მაინც ვერ იაზრებს ამ დაავადების არსს და უწყვეტად მოდის მათგან დისკრიმინაცია და ყველაზე ძნელი ასატანია,როცა ასეთი ადამიანების როლში ისევ და ისევ სამედიცინო მედპერსონალი გვევლინება.დარწმუნებული ვარ,მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამ ვირუსის გადაცემის გზებზე და დაავადების მიმდინარეობაზე... ეს მაშინ ვიგრძენი,როცა ერთ დღეს ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მივედი კბილის დასაბჟენად.ჩემი ადამიანურობიდან გამომდინარე ,სანამ ექიმი საქმეს შეუდგებოდა ,ვუთხარი რომ C ჰეპატიტის ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.რეაქცია მკვეთრი იყო-შეაჩერა ყველანაირი ქმედება და აგდებით მკითხა-‘’შემთხვევით შიდსიც ხომ არ გაქვსო?’’-.ეს ისე უკმეხად და ცივად მითხრა,ვეღარ მოვითმინე და ხმამაღალი ტონით ვუპასუხე,რომ სწორედ ამითი ვიყავი ინფიცირებული და არა C ჰეპატიტით და დავძინე,რომ მას ეს ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს,რომ გამძლეობის თვალსაზრისით ჰეპატიტის ვირუსი უფრო გამძლეა,ვიდრე აივ-ვირუსი და შესაბამისად,დაინფიცირების რისკი პირველში უფრო მაღალია...ექიმი გაშრა,არ ელოდა ჩემს ამგვარ რეაქციას.შემდეგ გავიდა კაბინეტიდან .დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ შემოვიდა და უკვე ‘’ბოდიშის’’მოხდით’’უარი მითხრა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.მიზეზი რომ ვკითხე გულმოსულმა,დაბნეულად ამიხსნა,რომ სათანადო იარაღები არ ჰქობდა იმ მომენტისთვის. იქიდან ისეთი გამწარებული წამოვედი,იმასაც კი ვფიქრობდი რომ მეჩივლა სასამართლოში,მაგრამ ეს დამიჯდებოდა დროის,ფინანსების,ნერვიულობის ფასად და ჩემს სტატუსს უკვე ბევრი გაიგებდა,ამიტომ გავჩერდი....ახლა სადაც მივდივარ ექიმთან ჩემს დიაგნოზს არავის ვუმხელ...ასეთ ქცევას ხომ თავად გვაიძულებენ.დარწმუნებული ვარ ჩემს გარდა კიდევ ბევრი იქნება მსგავს სიტუაციაში... ჩემი აზრით და მოთხოვნითაც კი უნდა არსებობდეს ისეთი ორგანიზაციები და საშუალებები,რომლებიც მოაშთობენ მსგავს შემთხვევებს და იმუშავებენ ‘’ჩვენი’’უფლებების დასაცავად მართლა საქმით და არა მხოლოდ სიტყვით...მე პირადად,სულ ცოტა ხანია რაც გავწევრიანდი მსგავს ორგანიზაციაში და ვიბრძვი,რომ უფრო მეტი ინფორმაცია შევიტანო საზოგადოებაში აივ ინფექცია-შიდსის არსის შესახებ..ამ წერილის მეშვეობით ვფიქრობ ეს ჩემი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ბევრი თქვენგანი გამომეხმაურება...ერთად ვიბრძოლოთ დაავადების და არა დაავადებულთა წინააღმდეგ...]

აივ პოზიტიურთა  საადვოკაციო გჯუფის წევრი (PAPA - პოზიტიური დამოკიდებულება,პოზიტიური ქცევა )